Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს საინვეტიციო გარემო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა: “საქართველოში საერთაშორისო ინვესტორების მიმართ ვითარება გაუარესებულია”

BM.GE
07.09.20 18:27
644
საქართველოს საინვეტიციო გარემო საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა - The Parliament Magazine აქვეყნებს სტატიას სადაც, ყოფილი ევროკომისარი და იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინის შეფასებით, “საქართველოში საერთაშორისო ინვესტორების მიმართ ვითარება გაუარესებულია”. გზასაცდენილი სანიმუშო მოსწავლე, - ასე კი საქართველოს ოლივერ როლოფსი აფასებს, რომელიც მიუნხენის სტრატეგიისა და საკომუნიკაციო კონსულტაციების მმართველი პარტნიორია. მრავალი წლის განმავლობაში ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ეს შეფასება კი მისგან საქართვველომ “კავკასუს ონლაინის” წილის გასხვისებისა და ბოლო პერიოდში ელექტრონული კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლიელებების გამო დაიმსახურა. სად არის დღეს საქართელო და მართლაც უარესდება თუ არა ქვეყანაში ბიზნესგარემო?
 
 

Subscribe to our news

Get the main news of the day