Home
Category
TV Live Menu

საქართველოს საპატრიარქოს 2017 წლის ბიუჯეტი - რაში იხარჯება 25 მილიონი

58a4006ac57e1
სალომე მეცხვარიშვილი
15.02.17 12:00
1872
საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტი 2017 წლისთვის 25 მილიონი ლარია. სწორედ ეს თანხა გამოიყო საქართველოს ბიუჯეტიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაფინანსებლად გასულ - 2016 წელსაც.

• საქართველოს ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა, 14 მილიონ 683 ათასი ლარი სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტის მუხლში იხარჯება. თუმცა, ჩაშლილი ინფორმაცია, რა იგულისხმება კონკრეტულად ამ მიმართულებაში, ბიუჯეტში მოცემული არ არის.

• 295 ათასი ლარია გამოყოფილი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისთვის.

• მილიონ 768 ათასი ლარი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტია.

• 959 ათასი ლარი - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი

• 261 ათასი - საქართველოს საპატრიარქოს ბათუმის წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანისათვის გადასაცემი გრანტი

• 447 ათასი - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი

• 230 ათასი - წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი

• 2 მილიონი ლარი - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი

• 2 მილიონ 304 ათასი ლარი - საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი

• 100 ათასი ლარი - სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი

• 800 ათასი ლარი - საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებები

• 500 ათასი ლარი -ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი

• 653 ათასი ლარი - ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი

Subscribe to our news

Get the main news of the day