Home
Category
TV Live Menu

საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი GIPA ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს

58330843a8f67
BM.GE
21.11.16 18:42
1265
თბილისში, კრწანისის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ მალე „GIPA” სულ მცირე 500 სტუდენტზე გათვლილ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს, რისთვისაც მინიმუმ 4 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. უნივერსიტეტის ასაშენებლად ა(ა)იპ "საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს" 750 000 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 10877 კვ.მ. უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა. საუნივერსიტეტო კომპლექსში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ღია ტიპის სპორტული მოედანი და 80 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი.

აღსანიშნავია, რომ მოცემული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე, დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების სისტემაში. სამომავლოდ მოცემულ ტერიტორიაზე, ასევე, იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. ახალი საუნივერსიტეტო კომპლექსი, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სამეცნიერო კვლევების წასახალისებლად.

Subscribe to our news

Get the main news of the day