Home
Category
TV Live Menu

"საქართველოს შეეძლო ყოფილიყო პირველი, ვინც პოპულარიზაციას ვირტუალური რეალობის მოწყობილობით მოახდენდა"

571e38dbd24b0
BM.GE
25.04.16 19:32
1202
კომპანია Vrex-მა საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად, ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი შექმნა. როგორც კომპანიის დირექტორი "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას აცხადებს, მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია და ის სმარტფონთან არის ოპტიმიზებული.
 
ნიკა როსტომაშვილი ამბობს, რომ მოწყობილობა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას პირველად სამი წლის წინ შესთავაზეს, ამ დროის განმავლობაში ათამდე განცხადებაზე კი კომპანიას პასუხი არ მიუღია.

როსტომაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურას დღეს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. მისი თქმით, კომპანია ტურიზმის ადმინისტრაციას მოწყობილობის საერთაშორისო გამოფენებზე წაღებას სთავაზობდა, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობდა ხელს.

Vrex-ი დღეს საკუთარ პროდუქტს საზღვარგარეთ კერძო კომპანიებს სთავაზობს.

"ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ბრწყინვალედ. როდესაც სამთავრობო მანქანა არის ძალიან მოუქნელი, ყველაფერი ის რაც შეიძლება სახელმწიფომ განახორციელოს შეიძლება კონტრპროდუქტიულიც გახდეს.

სახელმწიფო სტრუქტურა ვერ ახრხებს გადაწყვეტილება მიიღოს ნებისმიერ საკითხზე. ორი წლის წინ ჩვენმა გუნდმა შეძლო და შექმნა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი, რომელსაც შეუძლია საქართველოს პოპულიზება. საქართველოს შეეძლო ყოფილიყო პირველი ქვეყანა, რომელიც საკუთარი ტურისტული შესაძლებლობების პოპულიზებას ვირტუალური რეალობის მოწყობილობით შეძლებდა.

აღსრულებაა ძალიან მნიშვნელობავინი და ადმინისტრაციულ ბერკეტებში არის პრობლემა. ვხედავთ სწორად, იდეები კარგი გვაქვს მაგრამ ვერ ვასრულებთ. ტურიზმის ადმინისტრაციასთან სამი წელია ეს პროექტი განხილივის სტადიაზეა, როდესაც დღეებში ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება“, - აცხადებს როსტომაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day