საქართველოს შემდეგ რუსული Яндекс Такси აზერბაიჯანში შედის. როგორც ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, კომპანია ბაქოში ოპერირებას 15 თებერვლიდან დაიწყებს.
მედიის ცნობით, სწორედ ამ პერიოდისთვის ჩავლენ ადგილზე რუსული კომპანიის წარმომადგენლები. ტაქსი მუშაობას ბაქოში 30 მანქანით დაიწყებს და ავტომობილების რაოდენობას ყოველდღიურად გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ ტაქსების რუსული კომპანია საქართველოში გასულ წელს შემოვიდა.