Home
Category
TV Live Menu

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია

5a8a7af8102f7
BM.GE
19.02.18 11:20
817
2018 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (112.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (94.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (91.1 მლნ. აშშ დოლარი).

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებთ, 2018 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 34.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 27.3 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 15.7 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 7.0 პროცენტი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day