Home
Category
TV Live Menu

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქცია სპილენძის მადნები და კონცენტრატებია

5767a034b0766
BM.GE
20.06.16 11:48
1268
2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4070 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია; საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 780 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3290 მლნ. აშშ დოლარს (8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-მაისში 2509 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 62 პროცენტი შეადგინა.

2016 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 127 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 16 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 66 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 63 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-მაისში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 748 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 23 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 186 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 178 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).

Subscribe to our news

Get the main news of the day