Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა იზრდება

BM.GE
13.07.23 23:45
74
2010 წლიდან დღემდე უმაღლესი განათლების სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის კვლევაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 25.1 ათასამდე უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. სტუდენტები ძირითადად საქართველოში ისრაელიდან, ინდოეთიდან და იორდანიიდან ჩამოდიან. საერთაშორისო სტუდენტებს შორის ყველაზე პოპულარული ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამებია. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ განათლების სექტორში შემოსავლები ბოლო 10 წელიწადში 82.9 მლნ ლარიდან 312.1 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც განპირობებულია საერთაშორისო სტუდენტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით. კერძო სექტორში სწავლის წლიური საფასური 2,250-30,000 ლარის დიაპაზონშია. ის რომ საქართველოს აქვს რეალური შანსი გახდეს განათლების ჰაბი ადასტურებს სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი და განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, ინტერესი ცალსახად მზარდია, თუმცა მას რამდენიმე ძირითადი გამოწვევა ახლავს თან. შალვა ტაბატაძე აცხადებს, რომ გამოწვევებს შორისაა ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხიანი განათლებაა, რომლის მოლოდინიც აქ ჩამოსულ სტუდენტებს აქვთ. მისი განმარტებით, ქვეყანამ ამ კუთხით განათლების ხარისხი უნდა გააუმჯობესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ეს ასე არ მოხდა საქართველოს როგორც შესაძლო განათლების ჰაბს მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი მიადგება.

Subscribe to our news

Get the main news of the day