Home
Category
TV Live Menu

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -19.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

58e37f0517c65
BM.GE
04.04.17 15:08
931
საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -19.7 მლრდ აშშ დოლარი (-52.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს -137.1 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 373.3 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 7.6 მლრდ აშშ დოლარია (20.2 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 153.1 მლნ აშშ დოლარით ჩამოუვარდება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 27.3 მლრდ აშშ დოლარი (72.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 526.4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

Subscribe to our news

Get the main news of the day