Home
Category
TV Live Menu

საქართველოს ყველა რეგიონში სპორტული კომპლექსების მასშტაბური მშენებლობა დაიწყება

57593f8483eb3
BM.GE
09.06.16 14:01
1279
საქართველოს ყველა რეგიონში სპორტული კომპლექსების მასშტაბური მშენებლობა დაიწყება. როგორც "ბიზნესკონტაქტისთვის" ხდება ცნობილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პროექტი უკვე დაამტკიცა და მისი პრეზენტაცია უახლოეს პერიოდში გაიმართება.
 
პროექტი "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 2016-2020“-ის ფარგლებში განხორციელდება და ის საქართველოს ყველა რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს, მათ შორის ახალი სპორტის სასახლე აშენდება ბათუმში, თბილისში კი ყინულის მოედანი.

როგორც სპორტის სამინისტროში განმარტავენ, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით, საქართველოში მსგავსი მასშტაბური პროექტი პირველად განხორციელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day