Home
Category
TV Live Menu

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

57f4cdced684a
BM.GE
05.10.16 13:50
934
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმს ხელი მოეწერა მთავრობის კანცელარიაში. დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესიბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმებული.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები შედგებოდა 3 რაუნდისაგან და დასრულდა 7 თვეში.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა განაცხადა, რომ „დღევანდელი დღე ჩინეთისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს და მოასწავებს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე ადის.

„ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან ტრადიციული მეგობრობა აკავშირებთ. მაშ შემდეგ, რაც 24 წლის წინ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენი ურთიერთპატივისცემა, თანასწორი დამოკიდებულება და ურთიერთნდობა დღითი დღე ღრმავდება, საქმიანი ურთიერთობები კი სულ უფრო გრანდიოზულ სახეს იღებს“- განაცხადა ჩინეთის კომერციის მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day