Home
Category
TV Live Menu

საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია გაფორმდა

5a1e8b56685f2
BM.GE
29.11.17 14:24
650
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ანდრეი გალბურმა ხელი მოაწერეს “ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციას, რომლის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

კონვენციის მიზანია, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც მიიღწევა საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით.

შეთანხმების ტექსტები ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამოდელო ვარიანტს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day