Home
Category
TV Live Menu

​საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება

59ede52475b4c
BM.GE
23.10.17 16:47
656
ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია “Wataniya Airways“-ი საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის. ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან, რომელიც ოქტომბრის ბოლო კვირას შედის ძალაში, ელ-ქუვეითი-თბილისი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

„Wataniya Airways“-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, რეგულარული რეისების გაზრდილი სიხშირით შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე თვეში მიენიჭა.

Subscribe to our news

Get the main news of the day