Home
Category
TV Live Menu

საქართველოსა და რუსეთის დანიშნულების პუნქტებს შორის მრავალჯერადი ჩარტერული რეისები დაინიშნა

58e63431b3450
BM.GE
06.04.17 16:18
1187
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიკომპანიები “Georgian Airways“ და “NordStar” ქვეყნებს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს განახორციელებენ.
13 აპრილიდან, ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways“ ოპერირებას თბილისი-მაჰაჩკალა-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს. რეისები ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას Boeing B737 და/ან Bombardier CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

1 მაისიდან, რუსული ავიაკომპანია “NordStar” ჩარტერულ ავიამიმოსვლას მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით იწყებს. რეისები ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, Boeing B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიებს ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა უკვე მიენიჭათ.

Subscribe to our news

Get the main news of the day