Home
Category
TV Live Menu

საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

578cd880537f7
BM.GE
18.07.16 17:16
952
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ჩადებულია მუხლი, რომელიც მხოლოდ საქართველოს იურისდიქციით დაფუძნებული კომპანიების ხელშეწყობას გულისხმობს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაარსებული კომპანიებთან ურთიერთობას გამორიცხავს.

მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, სექტემბერში, სლოვენიის ბიზნესდელეგაციის ჩამოსვლა საქართველოში და ბიზნესფორუმის ორგანიზება.

შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული სლოვენიური კომპანიები, რომლებისთვისაც დაგეგმილია ინდივიდუალური ვიზიტები საქართველოში, როგორც საინვესტიციო კლიმატის გაცნობის მიზნით, ასევე ორმხრივი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარების მიზნით.

Subscribe to our news

Get the main news of the day