საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ზე და კომპანია HTM Helicopter Travel Munich GmbH-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. ფრენებს სააგენტო შპს „ჰელიქსირი“ ახორციელებს.
როგორც კომპანიაში ბიზნესკონტრაქტს განუცხადეს, ტურები უცხოელ ტურისტებზეა გათვლილი, და ერთ პერსონაზე 1 კვირიანი ტურის ღირებულება 7800 ევროა. აღნიშნულ ფასში შედის აეროპორტიდან კურორტამდე მგზავრობა, განთავსება “რუმს ყაზბეგში“, Heli-skii, კვება. ტურები მხოლოდ 1 კვირიანია.
კომპანიაში განმარატვენ, რომ ტურების რაოდენობა მცირეა, თუმცა კონკურენციას ამ კუთხით საქართველოს მხოლოდ კანადა და ალიასკა უწევს. მათივე ინფორმაციით, საქართველოდან აღნიშნული მომსახურებით ჯერჯერობით არავინ დაინტერესებულა. 1 კვირიანი ტურები კი როგორც წესი რამდენიმე თვით ადრე იჯავშნება.