Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში 29 ათასი მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა"

5a5f0668916b8
თამუნა დემეტრაშვილი
17.01.18 13:00
1294
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ინფორმაცია სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული: https://sao.ge/files/2018-clis-auditis-gegma.pdf

"შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს",-ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმის გრაფიკში.

გარდა ამისა მითთებულია, რომ გამოვლენილია გარე წყაროების მიერ გამოვლენილი მართვის პრობლემები, კერძოდ: "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა, რომელიც საქართველოს შემთხვევაში გაიხარჯა 29 222 დოზის ოდენობით",-აღნიშნულია აუდიტის სამსახურის ვებ გვერდზე.

გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 2016-17 წლებში ჩატარებული იმუნიზაციის პროგრამის შემოწმება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ფარგლებში ორივე წელს ჯამში 32 მილიონი ლარია დახარჯული.



Subscribe to our news

Get the main news of the day