Home
Category
TV Live Menu

საქართველოში აღმოჩენილი ღვინის ნაშთები 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დასახელდა

5a96b03b2fc82
BM.GE
28.02.18 17:33
1079
ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა Archaeology საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლისმსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა.

"ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინისნაშთი. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითადბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წელს აყენებდნენ - დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე,ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს", - ნათქვამია გამოცემაში.

ქვემო ქართლში, სოფ. იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის - "გადაჭრილი გორას" შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმისარქეოლოგთა ჯგუფი ათწლეულებია ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day