Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში All Inclusive ტურისტულ პაკეტებზე მოთხოვნა დაბალია"

5a255918ac346
სალომე მეცხვარიშვილი
07.12.17 17:00
918
საქართველოში All Inclusive ტურისტულ პაკეტებზე მოთხოვნა ძალიან დაბალია,- ამის შესახებ საქმის კურსს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ია თაბაგარმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, წლებია ამ სექტორში მუშაობს, თუმცა, ამ მიმართულებაზე მოთხოვნა მცირეა. მისივე თქმით, ყველაფერთან ერთად, საქართველოში არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ კლიენტებს All Inclusive პაკეტი შესთავაზონ.

"ჩვენი ასოციაციის წევრებს თითქმის არავის აქვს ეს პაკეტი. ამის მიზეზი არის ის, რომ ინფრასტრუქტურა არ არის მომზადებული ამისთვის და მეორე, ეს არის ცალკე შეთავაზება, რომელსაც სჭირდება რეკლამირება.

მაგალითად არ არსებობს ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის, სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ცენტრები არ არის ადაპტირებული მათთვის. ვგულისხმობ ხანდაზმულ ადამიანებსაც, რომლებსაც გადაადგილებისთვის სპეციალური საჭიროებები სჭირდებათ",- აცხადებს ია თაბაგარი.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია, აქვს თუ არა ამ მიმართულებით სტრატეგია სახელმწფოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day