Home
Category
TV Live Menu

საქართველოში არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანა გაორმაგებულია

BM.GE
30.04.18 16:56
1282
საქართველოში არადეკლარირებული თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების შემოტანა გაორმაგებულია. შემოსავლების სამსახურის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს საქართველოში სიგარეტის 2 მილიონამდე ღერი შემოვიდა, 2017 წელს კი ამ მაჩვენებელმა 4,5 მილიონ ღერს მიაღწია. თამბაქოს უკანონოდ შემოტანის ზრდას შემოსავლების სამსახური აქციზის მატებას უკავშირებს. Bm.ge-ს უწყებაში განუცხადეს, რომ არადეკლარირებული თამბაქოს შემოტანის ზრდის მთავარი მიზეზი სწორედ აქციზის გადასახადის ზრდაა.

სტუმარი: ლაშა გოცირიძე - ეკონომისტი

Subscribe to our news

Get the main news of the day