Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნა იგეგმება

BM.GE
05.12.22 11:38
121
საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების გაფართოება იგეგმება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც თელ-ავივში, ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულებით წამყვან სახელმწიფო კლინიკებს სტუმრობდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა, კლინიკის ხელმძღვანელებთან და კლინიცისტებთან შეხვედრები გამართეს და ჰემატო-ონკოლოგიური სერვისების მიმართულებით დანერგილ პრაქტიკასა და გამოცდილებას გაეცნენ. საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო კლინიკის შექმნის პროცესში უწყება განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას და პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვას გეგმავს. ისრაელის შემდეგ სამუშაო ჯგუფი გერმანიის გამოცდილების გაცნობას აპირებს. 

რამდენად რეალისტურია სახელმწიფო კლინიკის შექმნით ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული სურათის და მკურნალობის გაუმჯობესება?

სტუმრები: ნინა კობახიძე - „ჯეო ჰოსპიტალსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
ვატო სურგულაძე - ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day