Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში ბიზნესგარემო თავისუფალია ყველა კომპანიისთვის ვინც მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად"

57c55f71812e7
BM.GE
30.08.16 14:25
1100
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოში ბიზნესგარემო თავისუფალია ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც მოქმედებს ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის რუსული კომპანიებისთვისაც. როგორც მინისტრმა „იანდექს ტაქსის“ შემოსვლის თემის კომენტირებისას განაცხადა, თუკი კომპანია კანონმდებლობას არღვევს ამას შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ.

„საქართველოში ბიზნესგარემო და ბიზნესი თავისუფალია ყველა იმ კომპანიისთვის ვინც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და არ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის რუსული ბიზნესიც. თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები შესაბამის ორგანოებმა ეს უნდა გამოიძიონ. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტებს არ იძიებს“, - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day