"Mercedes-Benz Fashion week Tbilisi"- და "Project ArtBeat" საქართველოში, ცნობილი ბრიტანელი ფოტოხელოვანის ბრაიან გრიფინის გამოფენას წარმოგიდგენთ.
საქართველოში გადაღებული ფოტოები , ძველი უცვლელი სახელწოდებით «Mother Georgia” (დედა საქართველო) 3 ნოემბრიდან გამოიფინება.
1989-1991 წლებში სპეციალურად «Comme des Garçons» -ისთვის საქართველოში ბრაიან გრიფინმა მასშტაბური ფოტოსესია გამართა. კახეთსა და თბილისში შერჩეულ გადასაღებ მოედანზე მის ობიექტივში ადგილობრივებთან ერთად ღირსშესანიშნავი ადგილებიც მოხვდა. მისი თვალით დანახულ საქართველოს უცხოური პრესა სტატიებს თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც უძღვნის.
27 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული ფოტოხელოვანი სასტუმრო «Rooms”-ში 2 ნოემბერს პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის მასტერკლასს გამართავს. დამსწრეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და 1989 წლის საქართველოში მოგზაურობაზე ისაუბრებს.
ბრაიან გრიფინი 1948 წელს ბირმინგემში დაიბადა, ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ფოტოგრაფიით და საკუთარი სტუდია დააარსა. 2004 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი პოლ მაკარტნის შესახებ.
ფოტოხელოვანი დღესაც თანამშრომლობს რამდენიმე ცნობილ გამოცემასთან. იღებს კინოვარსკვლავების და მომღერლების პორტრეტებს, 1989 წელს «გარდიანმა» დეკადის საუკეთესო ფოტოგრაფი უწოდა. ჟურნალი «life”-მა კი 80-იანი წლების საუკეთესო ფოტოგრაფებს შორის დაასახელა.
ფოტო