2016 წლის 20 დეკემბრიდან მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინიციატივით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საფერავის ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო გადაეცემათ საჩუქრად. კამპანიის ფარგლებში ჯამში ახალ წლებზე 60 000 ბოთლი დარიგდება, რომლის ეტიკეტზეც დატანილია მთავარი გზავნილები საქართველოს მიღწევებზე ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით.
აღნიშნული კამპანია უკვე მეხუთედ ხორციელდება.