Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში ჩვენი წარმატება ადგილობრივი პარტნიორების დამსახურებაა" - ინტერვიუ Morotola-ს რეგიონალურ დირექტორთან

57ee3f3bebf79
ელენე ჩომახიძე
30.09.16 14:30
1330
ინტერვიუ კომპანია Motorola-ს რეგიონალურ დირექტორ ვალერი მოროზთან.

- რას საქმიანობს ყველასათვის ასე ნაცნობი ბრენდი დღეს . სიმართლეს შეესაბამება ის რომ მოტოროლამ დღესდღეობით აქტუალობა დაკარგა?

- მე მესმის ის ფაქტი რომ საზოგადოებას ეს ბრენდი ახსოვს როგორც მხოლოდ მობილური ტელეფონებისა და მობილური ინფრასტრუქტურის მწარმოებელი კომპანია, თუმცა ალბათ ბევრისთვის უცნობი ფაქტი იქნება თუ ვიტყვი რომ ეს ასე არ არის. დაახლოებით 5 წლის წინ მოტოროლა 2 დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო - მოტოროლა სოლუშენზ (Motorola Solutions) და მოტოროლა მობილითი (Motorola Mobility). მოტოროლა მობილითის, რომელიც მობილურ ტელეფონებსა და ინფრასტრუქტურას აწარმოებს, მთლიანად გუგლმა შეისყიდა, რომელმაც მოგვიანებით მთელი აპარატურა და წარმოების უფლება კომპანია ლენოვოს მიჰყიდა. რაც შეეხება მოტოროლა სოლუშენზს - აღნიშნული კომპანია პრინციპში მოტოროლას თავდაპირველ, ორიგინალ მიზანს დაუბრუნდა და რადიო კავშირგაბმულობის მოწყობილობების წარმოების მიმართულებით წავიდა. მოტოროლა პირველი კომპანია იყო დაახლოებით 80 წლის წინ , რომელმაც რაცია შექმნა და წარმოება დაიწყო. დღეისათვის ბრენდი მოტოროლა ფაქტობრივად მოტოროლა სოლუშენზის სახელით ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე და კომპანიის სათაო ოფისი კვლავ ჩიკაგოშია განთავსებული . კიდევ ერთი მიმართულება, რა მიმართულებითაც კომპანია მოტოროლა მუშაობს, არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ორგანიზაციბისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისთვის, მაგალითად ენერგო და სატრანსპორტო სექტორებისთვის უსაფრთხოების სისტემების შემუშავებაა. კომპანია სწორედ ახლა მუშაობს სისტემური გადაწყვეტის ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე, ისევე როგორც დისპეჩერიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე, რომელიც კომპანიებს რადიო ქსელების კონტროლში ეხმარება.

- არის თუ არა დღეს რადიოკავშირგაბმულობის მოწყობილობების ბაზარზე კონკურენცია და როგორ უწყობს ფეხს მოტოროლა ტექნოლოგიურ სიახლეებს კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად?

- მოტოროლა დღესაც ნომერ პირველი კომპანიაა რაციების მწარმოებელ კომპანიათა შორის და ამ პერიოდისთვის რაციების რეალიზაციით მსოფლიო ბაზარზე მისი წილი დაახლოებით 65 პროცენტია. მოტოროლას სიძლიერე ყოველთვის პროდუქციის მაღალი ხარისხი იყო. ეს ბრენდი დღემდე რჩება უპირობო ლიდერად საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელ კომპანიათა შორის და ფავორიტია იმ მომხმარებლებისთვის, ვინც რაციებს ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს.

- როგორია მოტოროლას როლი სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, კერძოდ საქართველოს შემთხვევაში?

- საქართველოში ჩვენი წარმოამდგენლობა ძალიან დიდი ხანია რაც არსებობს და ზოგადად ქართულ ბაზარზე მოტოროლა როგორც ბრენდი უკვე 16-17 წელია რაც შემოსულია. დღეისათვის ჩვენ თითქმის ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უწყებებთან ვთანამშრომლობთ. გეტყვით იმასაც რომ ქართულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა რადიო კავშირგაბმულობის ქსელის განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მოახერხეს. ამერიკის როლი ძალიან დიდია ამ თვალსაზრისით. ახლა საქართველოს ნებისმიერი ძალოვანი სტრუქტურა უახლეს რადიო კავშირგაბმულობის მოწყობილობებს იყენებს და მე ძალიან მოხარული ვარ რომ მოტოროლაა ის კომპანია რომელიც, მათთვის ამ ყველაფერს უზრუნველყოფს. ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ადგილობრივ პარტნიორებთან, ისინი დიდ საქმეს აკეთებენ. ის წარმატება რაც მოტოროლას აქვს საქართველოში, ძირითადად ჩვენი ქართველი პარტნიორების დამსახურებაა.

- საინტერესოა, მაშინ, 90-იან წლებში რატომ დაინტერესდა ისეთი მსხვილი კომპანია როგორც მოტოროლაა საქართველოს ბაზრით?

- მოტოროლასთვის არ არსებობს დიდი და პატარა ბაზარი. ნებისმიერი ქვეყანა და მისი ბაზარი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. რაც შეეხება საქართველოს , გეტყვით რომ რაღაც დოზით საქართველოს ბაზარზე შემოსვლა ერთგვარი გამოწვევა იყო მოტოროლასთვის, რადგან მაშინ ის დრო იყო როცა კომპანია სხვადასხვა, ფინასნური, კონკრეტულად კი სუბსიდირების საკითხებით იყო დაკავებული. თქვენ იცი რომ მე მოტოროლას 5 ქვეყანაში - თურქმენეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში , საქართველოსა და აზერბაიჯანში წარმოვადგენ და გეტყვით იმას რომ მოტოროლასთვის ისეთი პატარა ქვეყანაც, როგორიც ტაჯიკეთია , ბიზნესის მხრივ ძალიან საინბტერესოა. როდესაც ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ, კომპანია მოტოროლამ დაინახა რომ ამ ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა და სურვილი განევითარებინა ახალი ტექნოლოგიები რადიო კავშირგაბმულობის მიმართულებით. ამ სფეროთი მაშინ რამდენიმე კერძო ქართული კომპანია დაინტერესებული იყო. ასე რომ მაშინ ეს იყო ერთგვარი შანსი ჩვენთვის, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა.

- ხედავთ თუ არა მოტოროლას მომავალს მსოფლიო რუკაზე და ფიქრობთ თუ არა რომ ეს ბრენდი კიდევ დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას?

- ჩემი სამომავლო ხედვები ძალიან ოპტიმისტურია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოტოროლა თავის პოზიციებს მყარად შეინარჩუნებს მსოფლიო ბაზარზე და გააუმჯობესებს კიდეც, მათ შორის ვიცი რომ ასე იქნება საქართველოშიც. ჩვენ ფაქტობრივად ყოველ წელს ვხვეწთ და ვავითარებთ რადიო კავშირგაბმულობის სისტემებსა და მოწყობილობებს, უფრო მრავალფეროვანს ვხდით მათ ფუნქციურად. არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი რომ ლიდერები ვართ რადიო კომუნიკაციების სფეროში. ასევე ჩვენს მომხმარებლებს ყოველწლიურად პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებსაც ვთავაზობთ და ფაქტობრივად ფეხს ვუწყობთ ნებისმიერ ტექნოლოგიურ წინსვლას მსოფლიოში. სწორედ ეს ტემპი და წარმატება გვაძლევს მე და ჩემს თანამშრომლებს იმის იმედს და განცდას რომ წინ მხოლოდ და მხოლოდ უკეთესი წარმატება ელოდება მოტოროლას, რასაკვირველია ჩვენი ადგილობრივი პარტნიორების უდიდესი დახმარებით.

Subscribe to our news

Get the main news of the day