Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის ფორუმი გაიმართა

BM.GE
03.07.23 09:51
61
გასულ კვირაში დედაქალაქმა ამ წლის ციფრული ტრანსფორმაციის 4 დღიან ფორუმს უმასპინძლა. 26 ივნისს გახსნილი ღონისძიება საქართველოს აისიტი კლასტერის ორგანიზებით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა და მიზნად უახლესი ტექნოლოგიური გამოწვევების და საქართველოს ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობისთვის ისეთი პლატფორმის შექმნა იყო, რომელზეც განსხვავებული მხარეები როგორც კერძო ისე საჯარო სექტორიდან ერთიანდებიან ხოლმე.

განსახილველ მიმართულებებში იყო საქართველოს ეკონომიკისა და IT სექტორის პერსპექტივები, ისევე როგორც ქვეყნის პოზიციონირება გლობალურ ეკონომიკაში და ფორუმმა მოიცვა დარგობრივი უნარების ორგანიზაციების განვითარებისთვის მიმართულ პროფესიული შესაძლებლობების გაზრდისთვის დაგეგმილი ის ღონისძიებები, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ჩატარდება.

სტუმრები: დავით წიკლაური - კერძო სექტორის განვითარების უფროსი მრჩეველი და კონკურენტუნარიანობის ჯგუფის ხელმძღვანელი, USAID Georgia;
დავით კიზირია - საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day