Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ცხოველების სასწრაფო დახმარების სერვისი ამოქმედდა

567be251017ff
BM.GE
24.12.15 14:38
1641
თბილისში ახალი, თანამედროვე ვეტერინალური დიაგნოსტიკური ჰოსპიტალი გაიხსნა. "ვეტ ჰაუსმა" ფუნქციონირება 7 დეკემბერს დაიწყო. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, "ვეტ ჰაუსში" წარმოდგენილია ყველა ის მომსახურება, რომელიც საჭიროა ცხოველის მოვლისა და ჯანმრთელობისათვის. სერვისები გათვლილია ძაღლების, კატების, მღრღნელებისა, ფრინველებისთვის.
 
სამედიცინო სერვისები მოიცავს: თერაპიას, ქირურგიას, ლაბორატორიულ კვლევებს, სტომატოლოგიას, დერმატოლოგიას, რენტგენსა და ექოსკოპიას, სტაციონარულ მომსახურებას.

კლინიკაში, საქართველოში პირველად ცხოველების სასწრაფო დახმარების სერვისიც მოქმედებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, საჭიროების შემთხვევაში, ვეტერინარი ადგილზე მივა ცხოველთან და მის კლინიკაში გადაყვანას მანქანით უზრუნველყოფს. სერვისი 24 საათის განმავლობაში იფუნქციონირებს.

"ვეტ ჰაუსში" ცხოველების სალონიც მოქმედებს, - სალონში მომსახურების ფასები ცხოველის ჯიშზე, წონასა და თმის სიგრძეზეა დამოკიდებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day