Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა

58a8429aa547d
BM.GE
18.02.17 16:46
1083
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა. 

ცენტრი ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტისა და ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ერთობლივი პროექტია. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ სამედიცინო ცენტრში ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების მქონე პირების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი განხორციელდება.

საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტში გაიგზავნებიან. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სისტემისთვის ეპილეფსიისა და ძილის მედიცინის ცენტრის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

გახსნასთან დაკავშირებით, ძილის დარღვევების შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი. დასკვნით ნაწილში, კლინიკური შემთხვევები განიხილეს და თემის გარშემო დისკუსია გაიმართა. ცენტრის გახსნას ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ნიკოლოზ მენთეშაშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით ფერაძე, და ნიდერლანდების ეპილეფსიის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ნიდერლანდების საელჩოს წარმომადგენელი ჟან ვილემ ბარძილაი ესწრებოდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day