Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

59426876ca7bf
BM.GE
15.06.17 15:00
896
მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 280.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მლნ აშშ დოლარი (44.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მლნ აშშ დოლარისა (34.5 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.

Subscribe to our news

Get the main news of the day