Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში გაჩნდნენ კომპანიები რომლებსაც აქვთ მოთხოვნა კაპიტალის ბაზრის პროდუქტებზე"

57b451753a3c1
BM.GE
17.08.16 15:55
1448
"საქართველოში უკვე გაჩნდნენ კომპანიები რომლებსაც აქვთ მოთხოვნა კაპიტალის ბაზრის პროდუქტებზე“, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელმა, ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიების მხრიდან მოთხოვნა გაზრდილია, თუმცა ქვეყანაში საინვესტიციო ფონდების ნაკლებობაა. ძიძიკაშვილი განმარტავს, რომ არსებული კანონმდებლობა საინვესტიციო ფონდების განვითარებას ხელს ვერ უწყობს, ამიტომ არსებული საკანონმდებლო ბაზის შეცვლაა დაგეგმილი .

"კაპიტალის ბაზარი ეკონომიკის განვითარებისთვის მასტიმულირებელი და მამოძრავებელი ძალაა. როდესაც ქვეყანა მაკროეკონომიკურად ვითარდება, მას მეტი რესურსი სჭირდება, რომელსაც მხოლოდ საბანკო სექტორი ვერ უზრუნველყოფს, სწორედ ამიტომ ალტერნატიული დაფინანსების წყაროა საჭირო.

საქართველოში უკვე გაჩნდნენ კომპანიები რომლებსაც აქვთ მოთხოვნა კაპიტალის ბაზრის პროდუქტებზე, მსხვილი ტრანზაქციები გაჩნდა ბოლო ორი წელია და ეს ნელ-ნელა მატულობს. არის შემთხვევები როდესაც კომპანიას სჭირდება 100 მილიონი და მას საზღვარგარეთ სესხულობს, როდესაც შეიძლება რომ ფასიანი ქაღალდები გამოუშვას ადგილობრივ ბაზარზე და ადგილობრივ ბაზარზე მოიზიდოს ეს თანხა. კერძო სექრტორის მხრიდან ამ პროდუქტზე მოთხოვნა დღეს არის. სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა იზრდება, ასევე კორპორატიულ ბონდებზეც.

დღეს საქართველოში საინვეტიციო ფონდების ნაკლებობაა, არ არსებობს ფონდები, ვინც აბანდებენ თანხებს ფასიან ქაღალდებში. ამიტომ ვაპირებთ კანონმდებლობის გადახედვას, რადგან არსებული კანონმდებლობა ფონდების განვითარებას არ უწყობს ხელს“, - განაცხადა ძიძიკაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day