Home
Category
TV Live Menu

საქართველოში განხორციელებული ზარების საშუალო ტარიფი 32%-ით შემცირდა

575ea6a8c30fe
BM.GE
13.06.16 16:25
1131
საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 2015 წლის ბოლოს (მეოთხე კვარტალში) 5.6 მლნ აბონენტი შეადგინა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 2.8%-ით გაიზარდა (149 ათასი აბონენტით), მობილური აბონენტების სიმკვრივემ კი 149% შეადგინა.

2015 წლის ბოლოს მაგთიკომის საბაზრო წილმა მობილური აბონენტების რაოდენობის მიხედვით 37.6% შეადგინა, ჯეოსელის - 36.3%, მობიტელის - 25.6%, სილქნეტის კი 0.5%.

მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2015 წელს 401 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2014 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 11.8%-ით (54 მლნ ლარით) ნაკლებია, რაც კომისიის ინფორმაციით, უმთავრესად ხმოვან მომსახურებაზე ფასების არსებითი კლებით არის გამოწვეული. საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, მაგთიკომის საბაზრო წილი 43.7%-ს შეადგენდა, ჯეოსელის - 36.8%, მობიტელის - 19.1%, სილქნეტის კი 0.4%.

საცალო შემოსავლის 62.4% ხმოვან მომსახურებებზე მოდიოდა, SMS –5.8%, ინტერნეტზე - 4.1%, სხვა დამატებით მომსახურებებზე1 კი ჯამში 24.9%.

2015 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ფარგლებში განხორციელებული ზარების (მობილურ და ფიქსირებულ ქსელებზე დასრულებული) საშუალო ტარიფმა (ზარებიდან მიღებული შემოსავალი დღგ-ის და აქციზის ჩათვლით გაყოფილი შესაბამის ტრაფიკზე) 2.7 თეთრი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ტარიფი 32.6%-ით არის შემცირებული, რაც ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციით არის გამოწვეული.

Subscribe to our news

Get the main news of the day