Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში გატარებული რეფორმები ჩვენი უპირატესობაა და ამ რეფორმებს ბევრ უნივერსიტეტშიც კი ასწავლიან"

58aab472e5abf
BM.GE
20.02.17 13:17
986
"ინდონეზიაში მუშაობა ისეთი საინტერესო არ არის, როგორც საქართველოში, რადგან საქართველო ჩემი სამშობლოა და საქართველოში საქმიანობა ჩემთვის უფრო საინტერესო იყო“, - განაცხადა გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ, რომელიც ამჯერად ინდონეზიის მთავრობის მრჩეველია. მისივე განცხადებით, ინდონეზიის ბაზარს ბევრი ტიპის რესურსი აქვს, თუმცა საქართველოს შესახებ ბევრს არ სმენია.

„როდესაც საქართველოდან გვინდა ინდონეზიას შევხედოთ და რა შეიძლება საქართველოს მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის საინტერესო იყოს, ალბათ ერთ-ერთი მთავარი ტურიზმია, რადგან ინდონეზიაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ძალიან სწრაფად იზრდება და ინდონეზიელებს მსოფლიოს დათვალიერების დიდი ინტერესი აქვთ. მაგალითად, მე ძალიან ხშირად მეკითხებიან საქართველოზე, იმიტომ რომ პრაქტიკულად ინფორმაცია არ აქვთ. საელჩო ამაში ჩართულია და ვიცი, რომ ხშირად ტურისტულ სხვადასხვა გამოფენებს ატარებს, თუმცა სხვა ტურისტულ სააგენტოებსაც შეუძლიათ ამ მიმართულებით ჩაერთონ. ვფიქრობ, რომ თვითონ საქართველოდანაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის პროდუქციის შემოტანა ინდონეზიაში.

საელჩოს დახმარებით, ინდონეზიიდან საქართველოში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი შედგა. მათ ძალიან აინტერესებდათ საქართველოს ეკონომიკური რეფორმები, თუნდაც იუსტიციის სახლი, დარეგისტრირებისა და დერეგულაციის საკითხები და სხვა. შემდეგ ისინი დიდხანს მიყვებოდნენ რამდენად მოეწონათ და გაოცებული იყვნენ ამ რეფორმებით. მე ხშირად აღვნიშნავ, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოში ჩატარდა ჩვენი უპირატესობაა და ამ რეფორმებს დღეს ბევრ უნივერსიტეტშიც კი ასწავლიან. ეს რეფორმები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ’’გავაპიაროთ“ უფრო მეტად მთელი მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ შეიძლება არ გვქონდეს ისეთი რესურსი, როგორიც ნავთობი და გაზია, მაგრამ ცოდნა გვაქვს, რომელიც მთელ მსოფლიოს შეგვიძლია მივაწოდოთ“, - განაცხადა ვერა ქობალიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day