Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ჰეინეკენის, ამსტელის და კრუშოვიცეს ბრენდის ლუდის წარმოება დაიწყება

5735e473b33a2
BM.GE
13.05.16 18:26
1876
"თელიანი ველი" ლუდის ქარხნის მშენებლობას იწყებს.
 
ქარხნის მშენებლობა მაისში უნდა დაიწყოს. პროექტს კომპანიის შვილობილი "გლობალ ბიერ ჯორჯია" განახორციელებს.

წინასწარ გათვლებით, პროექტის ჯამური ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 37 მლნ აშშ დოლარს; მოცემული თანხიდან დაახლოებით 13 მლნ. აშშ დოლარი დაფინანსდება ახალი აქციების ემისიის გზით, ხოლო დარჩენილი თანხის მოზიდვა მოხდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ან ადგილობრივი ბანკებიდან.

ქარხანაში "ჰეინეკენის", "ამსტელის" და "კრუშოვიცეს" ბრენდების ლუდის წარმოება მოხდება. HEINEKEN-თან, AMSTEL-თან, Heineken Česká republika-ს ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.

"გლობალ ბიერ ჯორჯია" იქნება აღნიშნული ლუდის ბრენდების ექსკლუზიური მწარმოებელი საქართველოში. ასევე იგი მოახდენს მოცემული ბრენდების რეალიზაციას აზერბაიჯანსა და სომხეთში.

საერთაშორისო ბრენდების პარალელურად ასევე იგეგმება ახალი ადგილობრივი ბრენდის ქვეშ ლუდის წარმოება და ლიმონათების ხაზის გაშვებაც.

სასაქონლო ნიშნის სალიცენზიო ხელშეკრულებების თანახმად ქარხანამ პროდუქციის გამოშვებას შეძლებს 2016 წლის დეკემბრიდან.

კომპანიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრენდების ადგილობრივად წარმოება კომპანიისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს და გახდის მას კონკურენტუნარიანს დაბალი ფასებიდან გამომდინარე.

კერძოდ, ივარაუდება, რომ ლუდი "ჰეინეკენის" საბაზრო ფასი (მიმდინარე ეტაპზე ემიტენტი არის აღნიშნული ბრენდის ექსკლუზიური იმპორტიორი) მნიშვნელოვნად შემცირდება მას შემდეგ, რაც გაეშვება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ქარხანა.

GBC.Ge

Subscribe to our news

Get the main news of the day