Home
Category
TV Live Menu

საქართველოში "ჰიმალაის" იოდიზირებული მარილის და ყავისფერი შაქრის წარმოება დაიწყება

57bc1a405e4a2
BM.GE
23.08.16 13:37
1521
ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია, შპს. „ჯდ თრეიდი“ „ჰიმალაის“ იოდიზირებული მარილის და ყავისფერი შაქრის წარმოებას შეძლებს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოს დამფუძნებელთა გუნდს უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კვების ინდუსტრიაში, კერძოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული კვების პროდუქტების იმპორტსა, დისტრიბუციასა და რეალიზაციაში, თუმცა ამჟამად კომპანიის მიზანია ქართულ და საერთაშორისო კვების ინდუსტრიას მიაწოდოს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტები, ყავისფერი შაქრისა და „ჰიმალაის“ იოდიზირებული მარილის სახით.

"ყავისფერი შაქრის შემთხვევაში, შპს. „ჯდ თრეიდი“ მომხმარებელს ხარისხიან პროდუქტს კონკურენტულ ფასად შესთავაზებს, ხოლო „ჰიმალაი“ მარილის სახით მომხმარებელი უკონკურენტო პროდუქტს შეიძენს, რომელიც სუფრის მარილზე ბევრად მეტ სასარგებლო მინერალს შეიცავს.

აღნიშნულ საწარმოში, რომელსაც ISO სერტიფიკატი ექნება, წარმოებული და დაფასოებული პროდუქცია გაიყიდება ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა წარმოების დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავა ექსპორტზე. ამასთანავე, ყაზახეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კომპანიას უკვე წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული", - განმარტავენ უწყებაში. 

საწარმო, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარეობს, დაასაქმებს 18 ადამიანს.

შპს „ჯდ თრეიდი“, რომელიც 2016 წლის 25 ოქტომბრიდან ამოქმედდება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 386 700 ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day