Home
Category
TV Live Menu

საქართველოში კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანია ფუძნდება

57da6a525c281
ელენე გოგბერაშვილი
15.09.16 13:27
1218
საქართველოში კიდევ ერთი ქართული ავიაკომპანია ფუძნდება. ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტთან" ექსკლუზიურად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ განაცხადა. ჯალაღონია დეტალურ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ახმაურებს, თუმცა ამბობს, რომ ქართული ავიაკომპანია უცხოური ინვესტიციით დაფუძნდება და ბოინგის ტიპის თვითმფინავები ქართული დროშის ქვეშ იფრენს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, ავიაკომპანიის დაფუძნება წლის ბოლომდე მოხდება.

"მე მინდა ავიაციაში იყოს რამდენიმე სამგზავრო კომპანია, იყოს ალტერნატივა, იყოს ჯანსაღი კონკურენცია. ახლა იკვეთება ძალიან სასიხარულო ფაქტი. არის დიდი შანსი იმისა, რომ მოზიდული ინვესტიციით შეიქმნას ახალი ქართული ავიაკომპანია. უკვე მიდის საქმე იქამდე, რომ შეიქმნას წლის ბოლომდე"-აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day