Home
Category
TV Live Menu

საქართველოში კორეის რესპუბლიკის ბიზნეს-დელეგაცია იმყოფება

584039066a104
BM.GE
01.12.16 18:46
1031
2016 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში კორეის რესპუბლიკის ბიზნეს-დელეგაცია იმყოფება, რომელსაც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოს კომერციული დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე კიმ ხამინი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში 9 კომპანიის წარმომადგენლები არიან, რომელთა მიზანს ქართულ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით დღეს სასტუმრო Tbilisi Marriott-ში, გაიმართა ქართული და კორეული საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც მხარეებს საშუალება ჰქონდათ პირისპირ გაემართათ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, მათ შორის Kotra-ს დელეგაციის მხრიდან. საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის ფორმატში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კორეის ბიზნეს- დელეგაციის წევრი კომპანიები რამდენიმე სფეროს წარმოადგენენ და მათი ინტერესები ქართულ კომპანიებთან მიმართებაშიც შესაბამისია.
9 კორეული კომპანია სამშენებლო მასალების, წლის გამათბობელი სისტემის, სტომატოლოგიური იმპლანტების, ავტონაწილებისა და კოსმეტიკის წარმოების სფეროს წარმოადგენს. ასევე მათი ინტერესის სფეროა ფარმაცევტიკა და ნარჩენების გადამუშავება. ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა 60-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო. ორივე მხრიდან მაღალი იყო დაინტერესება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ ბიზნესის ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებაზე.

Subscribe to our news

Get the main news of the day