Home
Category
TV Live Menu

საქართველოში მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს

57f87b9c5c495
BM.GE
08.10.16 08:51
1036
საქართველოში მეცხრე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი 07:00 საათიდან გახსნილია, ხმის მიცემის პროცედურა კი 08:00 საათიდან მიმდინარეობს.

საქართველოს 3 513 884 მოქალაქეს დღეს პარლამენტის 150 დეპუტატის არჩევა მოუწევს, აქედან 77 პროპორციული სიით, 73 კი მაჟორიტარული სისტემის მიხედვით.

საქართველოში სულ გახსნილია 3 645 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ, 40 ქვეყანაში, შექმნილია 55 საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველმა დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებში არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს - 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს.
გარდა ამისა, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა საღამოს 20:00 საათზე დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day