Home
Category
TV Live Menu

საქართველოში მესამე და მომდევნო შვილების შობადობა გაიზარდა

58de077ccd228
BM.GE
31.03.17 11:31
997
2016 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ შეადგინა 56 569 (28 887 ბიჭი და 27 682 გოგო), რაც წინა წელთან შედარებით 4,5 პროცენტით ნაკლებია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, 2008 წლიდან ცოცხლად დაბადებულთა რიგითობის განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. კერძოდ, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში გაიზარდა მესამე და მომდევნო შვილების წილი, პირველი შვილის წილი კი შემცირდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდა და წინა წელთან შედარებით მესამე და მომდევნო შვილის წილი 1,2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

წინა წელთან შედარებით 2016 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ შობილი ბავშვების წილი 38,8 პროცენტიდან 35,6 პროცენტამდე შემცირდა. 2016 წელს დედის საშუალო ასაკმა პირველი ბავშვის დაბადებისას 25,0 წელი შეადგინა.

Subscribe to our news

Get the main news of the day