Home
Category
TV Live Menu
Loading data...

საქართველოში მსესხებლების 11% კრედიტს ვერ იხდის

BM.GE
17.02.23 16:50
105
საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, იანვრის მდგომარეობით საქართველოში სესხებით 1 929 349 ადამიანი სარგებლობს, საკრედიტო პორტფელის მოცულობა 39 მილიარდ 864 მილიონ ლარს აღწევს. როგორ იცვლება ნეგატიური ჩანაწერების რაოდენობა სისტემაში, რა ახალი პროდუქტები ემატება კრედიტინფოს ბაზას?

სტუმარი: ლაშა ბაღათურია - "კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day