Home
Category
TV Live Menu

საქართველოში "ნატო აღრიცხვით" 8 აბონენტი სარგებლობს

58e92e86ba584
BM.GE
08.04.17 22:27
1292
2016 წელს კანონში შესული ცვლილებებით განისაზღვრა საცალო მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსი და ქსელზე დაშვების პირობები, აგრეთვე კომისიას დაევალა ცვლილებების შეტანა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე დაშვების საკითხების უფრო დეტალური დარეგულირების მიზნით. კანონის განმარტების თანახმად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის კატეგორიას განეკუთვნება საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყარო, რომელიც მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და რომლის სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს. ამასთან, განაწილების ლიცენზიატის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2%-ს.

სემეკის ინფორმაციით, სს „თელასის” არეალში „ნეტო აღრიცხვით“ სარგებლობს 5 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 113 კვტ, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ არეალში – 2 აბონენტი, ჯამური სიმძლავრით – 35 კვტ, ხოლო სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ არეალში – 1 აბონენტი, სიმძლავრით – 5 კვტ.

საცალო მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთება ხორციელდება გამარტივებული პროცედურით – ერთი ფანჯრის პრინციპით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებლის ქსელზე მიერთების განაცხადით მიმართვის შემდეგ არსებული მრიცხველის ნაცვლად დაამონტაჟოს რევერსული მრიცხველი 10-დან 20 სამუშაო დღეში, ხოლო მომხმარებელი იხდის მრიცხველის შეცვლის საფასურს. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს მიკროსიმძლავრის მიერ გამომუშავებული ენერგია ქსელში და ანგარიშსწორება აწარმოოს მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვით მიღებულ სალდოზე. თუ წლის ბოლოს ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ წლის ჭრილში ჭარბად ელექტროენერგიის მიწოდებას, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, შესაბამისი განაწილების ლიცენზიატის სამომხმარებლო ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

Subscribe to our news

Get the main news of the day