Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ნავთობით დაბინძურებული წყლის გადამუშავება შესაძლებელი ხდება

5a2b8eac0e7a3
BM.GE
09.12.17 17:00
1093
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტები განიხილეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე.

"ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან გამომდინარეობს და ლიალური წყლის (ნავთობით დაბინძურებული წყალი) და ტანკის (ნავთობპროდუქტების ბაკ-საცავების) ნარეცხი წყლის გადამუშავებას ეხება. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, კანონმდებლობაში არ გვქონდა შესაძლებლობა ასეთი პროდუქტი მოქცეულიყო გადამუშავების რეჟიმში.

"დღეს ჩვენ ვაზუსტებთ, რომ ეს პროდუქტი შეიძლება იყოს გადამუშავების რეჟიმში და განვსაზღვრავთ მიზანს - რისთვის შეიძლება იყოს გადამუშავების რეჟიმში პროდუქტი მოქცეული. საქონლის გადამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით და ისიც იმ პირობით, რომ მიღებული პროდუქცია გაიტანება საქართველოს ტერიტორიიდან“, - განმარტა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day