Home
Category
TV Live Menu

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

5a019f10be5f7
ელენე გოგბერაშვილი
07.11.17 15:51
872
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინი და დიზელის საწვავის იმპორტმა 97,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით და 18,5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ოქტომბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა მოხდა რუმინეთიდან - 28,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის: რუსეთი - 24,3 ათასი ტონა (25%), აზერბაიჯანი - 24,0 ათასი ტონა (24,7%), თურქმენეთი - 8,5 ათასი ტონა (8,8%), ბულგარეთი - 8,3 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი - 3,1 ათასი ტონა (3,2%).

Subscribe to our news

Get the main news of the day