საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს, ფადი ასლის განცხადებით საქართველოში პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრმა საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს პარიზში წერილობით მიმართა. როგორც ფადი ასლი აცხადებს, პროცესი იანვრის ბოლოდან დაჩქარდება.
"იუსტიციის მინისტრამ უკვე მიმართა წერილით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს პარიზში. მოცემულ წერილში მკაფიოდ იყო დაფიქსირებული საქართველოს ხელისუფლების ნება და სურვილი შეხვედრასთან დაკავშირებით და ასევე სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალთან დაკავშირებით. გეტყვით რომ ინტერესი ნამდვილად ორმხრივია, ახლა ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვნახოთ როგორ იმუშავებს ეს ინსტიტუტი საქართველოში", - განაცხადა ფადი ასლიმ.
შეგახსენებთ რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით ივნისში მიმართა, გამოხმაურება კი პარიზიდან ამ წერილს საქართველოში ახალი მთავრობის დამტკიცებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ მოჰყვა.