Home
Category
TV Live Menu

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა

59b257a4a636a
BM.GE
08.09.17 12:38
1179
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის II კვარტალში 346.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 751.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით ნაკლებია.

ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 36.6 პროცენტით, მეორე ადგილზე - ნიდერლანდები 12.4 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილზე- 11.3 პროცენტით. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისმიხედვით) 2017 წლის II კვარტალში 66.3 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 130.4 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 70.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მლნ. აშშ დოლარით.

Subscribe to our news

Get the main news of the day