ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიამ”, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და სამთო გამყოლთა ასოციაციამ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება დაბა გუდაურში გაიხსნება და უზრუნველყოფს ნაციონალური სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის და მთასთან დაკავშირებული სხვა მაღალი რისკის მქონე პროფესიების სრული სპექტრისთვის.
სკოლა მოამზადებს საფეხმავლო და სამთო გამყოლებს, სათხილამურო ინსტრუქტორებს, სასიმაღლო სამუშაოების და საზვავე უსაფრთხოების სპეციალისტებს, ასევე განხორციელდება სამთო-სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა გადამზადება და სერტიფიცირება.