2017 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ საქართველოში 989 ლარი შეადგინა, - წინა კვარტალთან შედარებით, საშუალო ანაზღაურება 76 ლარით შემცირდა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქალისა და კაცის ანაზრაურება საქართველოში ტრადიციულად განსხვავდება ერთმანეთისგან და ქალის ანაზღაურება ჩამოუვარდება კაცისას.
დაქირავებით დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 2017 წლის პირველ კვარტალში 759 ლარი იყო, ხოლო კაცის 1191 ლარი.
ქალის ანაზღაურება კაცისას თითქმის ყველა სექტორში ჩამოუვარდება: თუ საფინანსო საქმიანოაბში ქალის საშუალო ხელფასი თვეში 1274 ლარია, კაცის 2924 ლარია.
სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ქალის ანაზღაურება თვეში საშუალოდ 652 ლარია, კაცის კი 860 ლარი.
განათლების სფეროში ქალები საშუალოდ თვეში 542 ლარის ანაზღაურებას იღებენ, კაცები კი 641 ლარს.