Home
Category
TV Live Menu

"საქართველოში ქონების გადასახადის ზღვარი უნდა გადაიხედოს და მისი ადმინისტრირება ბევრად ეფექტიანად მოხდეს"

5847e8f344012
BM.GE
07.12.16 14:41
974
საქართველოში ქონების გადასახადის ზღვარი უნდა გადაიხედოს, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს გადასახადების გადამხდელტა კავშირის თავმჯდომარე გიგლა მიქაუტაძემ განუცხადა. მისი თქმით აღნიშნული ზღვარი 10 წლის წინ დაწესდა დრეს რეალობის ადეკვატური უნდა იყოს.

"ქონების გადასახადის ადმინისტრირება ბევრად უფრო ეფექტიანად უნდა მოხდეს. ვთვლი, რომ ესაა სამართლიანი გადასახადი, რადგან ვინც ფლობს დიდ ქონებას მას ბუნებრივია სახელმწიფოსგან მეტი დაცვა სჭიდრდება და ლოგიკურია რომ მან სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი გადაიხადოს", - აცხადებს მიქაუტაძე. რაც შეეხება დასაბეგრ ნუსხაში ავტომობილების დამატების საკიტხს, მისი თქმით, აღნიშნულ გადასახადს სავარაუდოდ ბევრი ფიზიკური პირი არ გადაიხდის.

"ქონების გადასახადი თვაიდან უნდა ფორმირდეს და მისი ხელახლა ანალიზი უნდა მოხდეს. ქონების გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში არც ვიცი ვინმე რომ დაჯარიმებულიყო, ესაა ნებაყოფლითი გადასახადი, რომლის შეფასებასაც თავად ფიზიკური პირი ახდეს", - აცხადებს მიქაუტაძე და დასძენს, რომ ქონების გადასახადის აღრიცხვა და კონტროლი მეტად სამართლიანად უნდა ხდებოდეს.

"ქონების ღირებულება ობიექტურად უნდა შეფასდეს რათა ფიზიკურმა პირმა საკუთარი ქონების მიზერულ თანხად შეფასება არ მოახდინოს. სხვა შემთხვევაში ეს გადასახადი აზრს კარგავს.

ძალიან ბევრი ადამიანია ვინც საკმაოდ ბევრ ქონებას ფლობს მაგრამ არც კი იცის რომ ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს. სერიოზული გამკაცრების მომხრე არ ვარ თუმცა ობიექტურობა და სამართლიანობა საჭიროა.

რაც შეეხება ზღვარს 40 000 ლარის ოდენობით, - ის 10 წლის წინ დაწესდა როცა საშუალო ხელფასი გაცილებით დაბალი იყო ვიდრე დღეს არის და მაშინ შესაძლოა ეს თანხა მაღალ შემოსავლად ითვლებოდა, რაც ბუნებრივია დღეს ასე აღარაა", - ამბობს მიქაუტაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day