საქართველოში ქურთუკების წარმოების ფაბრიკა გაიხსნება. ჩინეთში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა.
საპარტნირო ფონდსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პრვინციის ქურთუკების ქარხანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს ხელი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოეწერა.
"ჩვენ ჩინურ მხარესთან ვსაუბრობთ საქართველოში ქურთუკების ფაბრიკაზე. ქურთუკების ქარხანა არის სწორედ ძიანგსიში, რომელიც მარტო ჩინეთის მოსახლეობის 60 % აკმაყოფილებს. სწორედ ამ ქარხნის წარმომადგენლობის გახსნაზეა საუბარი საქართველოში, რაც ბუნებრივია, ბევრ ადამიანს დაასაქმებს და შექმნის დიდ საექსპორტო პოტენციალს. საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შეიკეროს ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას მსოფლიოში ცნობილი, მსხვილი ბრენდები უკვეთავენ. ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე მსხვილი საწარმო, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის 60%-ს საკუთარი პროდუქციით ამარაგებს საქართველოში ქურთუკების ქარხნის ფილიალის გახსნას და საექსპორტო ბაზრის გაფართოებას გეგმავს“.-განაცხადა დავით საგანელიძემ.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან მომავალში საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს. საქართველოში ქურთუკების ქარხნის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს შეხვედრები ჩინეთში სამუშაო ვიზიტების დროს ძიანგსის პროვინცის მთავრობასთან და ჩინეთის უმსხვილეს ქურთუკების მწარმოებელ კომპანისთან ქონდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოში საპარტნირო ფონდის მიერ ორგანიზებულ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს სემინარზეც გაფორმდა.