Home
Category
TV Live Menu

საქართველოში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი გაიხსნა

590c2ad0614c8
BM.GE
05.05.17 11:32
768
საქართველოში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ლიცენზირებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრი გაიხსნა.

ცენტრი არაერთ კომპანიას მოიზიდავს, როგორც რეგიონიდან, ასევე მის ფარგლებს გარედან, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე.

„პროექტი ერთდროულად იკვეთება საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ორ უმნიშვნელოვანეს მიმართულებასთან - ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან, სივრცით განვითარებასთან, შიდა ავიაციისა და საერთაშორისო საავიაციო მომსახურების საკვანძო ფუნქციის განვითარებასთან, ხოლო მეორე მხრივ - პროფესიული განათლების პროექტთან, რომელიც ახლად გახსნილ ცენტრს ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას შესძენს“, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.


Subscribe to our news

Get the main news of the day