2015 წელს საქართველოში 59 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლსა (33,9%) და ქ. თბილისში (18,6%) იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობების 13,6% მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 11,9% - კახეთში, 8,5% - იმერეთში, 10,2% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო დარჩენილი 3,4% - სხვა რეგიონებშია განთავსებული.
2015 წლის განმავლობაში სამაცივრეებში მომსახურება გაეწია 8078 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია 536 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 1168 კაცი შეადგინა. 2015 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 245,7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48,4% - ქათმის ხორცი/ქათმის ბარკალი. 22,4% მარცვლეული და ბურღულეული, 13,6% - ხორცი/ხორცპროდუქტები, 5,9% - თევზი, 4,7% - ხილი და ხილბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2015 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 67,5 მლნ ლარის ღირებულების (20.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (39,3%) იყო იმპორტირებული. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული იმპორტი- რებული პროდუქციის 41,6% მოდიოდა ხილზე და ბოსტნეულზე, 31,6% - ხორცზე და ხორცპრო- დუქტებზე. ადგილობრივი წარმოშობის (საკუთარი წარმოების) პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა ქათმის ხორცი/ქათმის ბარკლები (რომელზეც მოდიოდა სამაცივრეების მიერ გაყი- დული ადგილობრივი პროდუქციის 88,7%). სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 16,2% უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული (ხილი და ბოსტნეული).